GE EN RU

უდიდესი ლოგისტიკურიონლაინ პლატფორმა

ჩვენთან ერთად

    მათთვის, ვისთვისაც მთავარია საიმედო პარტნიორი ანხორციელებდეს მისი კუთვნილი ტვირთების გადაზიდვას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარტნიორის პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ასევე ვინც აფასებს გამოცდილებას, კომპეტენციას და მომსახურების მაღალ სტანდარტებს,  მან ერთხელ მაინც უნდა სცადოს ჩვენთან ერთად - საკუთარი ლოგისტიკური მიზნების რეალიზება ...

 

 ჩვენს გარეშე

     მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ძალებით განახორციელოს თავისი ლოგისტიკური მიზნების რეალიზება, ჩვენ შევქმენით ალტერნატიული ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მარტივად მოიპოვოთ თქვენი ტვირთების გადაადგილებისათვის საჭირო ინფორმაცია - დაახლოებითი ტრანზიტული დროის და საუკეთესო ფასების შესახებ

 

www.mylognet.com

 

    აქვე თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ლოგისტიკური მიზნების განხორციელების პროცესში. მათ შორის ადვილად დაადგენთ:

 

  • თქვენი ტვირთების ადგილმდებარეობას
  • სატერმინალო და საპორტო ხარჯების ოდენობას
  • სატრანსპორტო საშუალებების სახეობებს და ზომებს
  • ოპტიმალურ ლოგისტიკურ მარშრუტს
  • დაახლოებით ტრანზიტულ დროს
  • ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს 

საზღვაო–საკონტეინეროგადაზიდვები

"ჯი ეს ჯი ფრეით ფორვარდინგის" ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, მსოფლიო მაშტაბით საკონტეინერო გადაზიდვების საზღვაო ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი რაოდენობის და მოცულობის კონტეინერების საზღვაო გადაზიდვების განხორციელებას, საიმედო და ეკონომიკურად ეფექტური მომსახურების პირობით.

ვინ ვართ ჩვენ

12 წელზე მეტი ტვირთების გადაზიდვის სფეროში

"ჯი ეს ჯი ფრეით ფორვარდინგი" - ეს არის მსხვილი ლოგისტიკური ოპერატორი, სპეციალიზირებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე, ლოგისტიკური მომსახურების ბაზარზე 12 წელზე მეტი გამოცდილებით.

მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები

კომპანიაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც თქვენთვის შეიმუშავებენ ინდივიდუალურ მარშრუტებს და გაგიწევენ კონსულტაციას ყველა სახის სატვირთო გადაზიდვებზე.

რას ვაკეთებთ

ყველა სახის სატვირთო გადაზიდვები

საკონტეინერო გადაზიდვები, ნაკრები ტვირთები, მულტიმოდალური გადაზიდვები, სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო გადაზიდვები.

ტვირთების საბაჟო გაფორმება

საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია და 12 წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვუზრუნველყოთ ყველა სახის ტვირთების საბაჟო გაფორმება და სერთიფიცირება.

ტვირთების დაზღვევა

ფორსმაჟორული სიტუაციების დროს ზარალის თავიდან აცილების მიზნით, გავცემთ რეკომენდაციას ტვირთის დაზღვევის აუცილებლობაზე და ვეხმარებით სადაზღვევო პროცედურების მარტივად მოგვარებაში.

ნაკრები ტვირთები

ნაკრები ტვირთების გადაზიდვა დღევანდელ რეალობაში წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ და მომგებიან ვარიანტს იმ ტვირთებისათვის, რომელთა მოცულობა ნაკლებია სტანდარტული კონტეინერის მოცულობაზე.

ჩვენი კომპანიის გამოცდილება ნაკრები ტვირთების გადაზიდვაში ითვლის 7 წელიწადს, რაც გვაძლევს საშუალებას     შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო ფასები და გავცეთ გარანტია მომსახურების მაღალ ხარისხზე. ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტვირთის შეფუთვას და მათი ტექნიკური მაჩვენებლების თანახმად  უსაფრთხო ტრანსპორტირების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. ასევე მნიშვნელოვანია ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, რათა დავზოგოთ დრო და შევამციროთ ხარჯები.

ტვირთების მულტიმოდალური გადაზიდვები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

„ჯი ეს ჯი ფრეით ფორვარდინგ-ის“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მულტიმოდალური გადაზიდვები ყველა სახის ტრანსპორტის გამოყენებით. ტვირთების მულტიმოდალური გადაზიდვა თავის მხრივ მოიცავს რთულ სქემებს, რომელთა განხორციელება უნდა ანდოთ მხოლოდ პროფესიონალ ლოგისტიკურ კომპანიას, ვინაიდან მნიშვნელოვანია კომპლექსური მომსახურების  უზრუნველყოფა პროცესის რეალიზაციის ყველა ეტაპზე, რომელიც მოიცავს - ტვირთის აღებას სხვა და სხვა მომწოდებლისგან, მათ კონსოლიდაციას, საბაჟო გაფორმებას და ყველა სხვა თანმხლები პროცედურის უზრუნველყოფას.

მულტიმოდალური გადაზიდვები მოიცავს შემდგომი სამუშაოების ჩატარებას:

  • განისაზღვროს - გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ტვირთის სპეციფიკა, შეფუთვის ხარისხი, სატრანსპორტო საშუალებების სახეობა, საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნები და ოპტიმალური ლოგისტიკური მარშრუტი
  • დადგინდეს - ტრანსპორტირების ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების, მათ შორის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დამაგრებითი სამუშაოების უზრუნველყოფის მოთხოვნები
  • გადამოწმდეს - ტვირთის საბაჟო დოკუმენტების, სავალდებულო სერთიფიკატების, ნებართვების სხვა აუცილებელი დოკუმენტების არსებობა და მათი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • შეირჩეს - პროცესში მონაწილეობისათვის საუკეთესო პარტნიორები, რათა მოხდეს ლოგისტიკური ამოცანების და აღებული ვალდებულების მაღალი ხარისხით შესრულება
  • განხორციელდეს - ტვირთის დაზღვევა, ტრანსპორტირების პროცესში შესაძლო რისკების და გარემოებების გათვალისწინებით
  • გაეწიოს - კოორდინაცია ყველა ოპერაციას, რომელიც განხორციელდება ტვირთის გადაადგილების ყველა ეტაპზე და განხორციელდეს შესრულების ხარისხის კონტროლი.

 

მულტიმოდალური გადაზიდვის თავისებურება

მულტიმოდალური გადაზიდვა წარმოადგენს ტრანსპორტირების ისეთ სახეობას, როდესაც დამკვეთი აფორმებს მხოლოდ ერთ კონტრაქტს, მაგრამ ხორციელდება გადაზიდვა რამოდენიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალებით. მულტიმოდალური გადაზიდვების ორგანიზება წარმოადგენს სატრანსპორტო ოპერატორის კომპეტენციას, რომელთანაც ფორმდება ხელშეკრულება მულტიმოდალურ გადაზიდვაზე და მას მოეთხოვება სუბკონტრაქტორების მიერ ჩასატარებელი სამუშაოების კოორდინაცია და კონტროლი. ასევე მულტიმოდალური გადაზიდვები, როგორც ლოგისტიკის სხვა სფეროები, მოითხოვს არამცირე რაოდენობის დოკუმენტაციის გაფორმებას, რაც გულისხმობს როგორც იმპორტიორი ქვეყნის, ასევე ტრანზიტულ მარშრუტზე განლაგებული სახელმწიფოების კანომდებლობის მოთხოვნების ცოდნას და გათვალისწინებას.

ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაცილებით მომგებიანია გააფორმოთ ხელშეკრულება პროფესიონალ ოპერატორთან, გადასცეთ მას ლოგისტიკური საკითხების მოგვარების ვალდებულება, ხოლო თქვენს განკარგულებაში არსებული ადამიანური და ეკონომიკური რესურსები მიმართოთ სხვა უფრო აქტუალური ამოცანების განსახორციელებლად.